გიორგი მიქაუტაძემ, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, ყოფილ გუნდ აიაქსთან ცვლილებაზე ითამაშა. მისმა ვილიარეალმა შინ 1:2 წააგო.
ჟორჟი მოედანზე შევიდა 72-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო. დარჩენილ დროში მომენტი არ ჰქონია, ერთხელ სახიფათოდ ჩააწოდა.
ვილიარეალს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ამ მატჩამდე უკვე დაკარგული ჰქონდა, ამიტომ მარსელინომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.
შედეგად, ყვითელმა წყალქვეშა ნავმა კიდევ ერთი თამაში წააგო და ჩემპიონთა ლიგის 7 ტურის შემდეგ ისევ 1 ქულა აქვს - ყაზახურ კაირათთან ბოლო ადგილს იყოფს.
ტურნირის ლიგის ფაზის ბოლო, მე-8 ტურში, ვილიარეალი გერმანიის ექს-ჩემპიონ ლევერკუზენს სტუმრად შეხვდება.