არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღის ორი ადრეული შეხვედრიდან ერთ-ერთში გალათასარაი სტამბოლში მადრიდის ატლეტიკოს მიიღებს. 6 ტურის შემდეგ თურქებს სრული ბალანსი აქვთ - 3 მოგება, 3 წაგება, ბურთების ბალანსი 8:8. ატლეტიკო კი 12 ქულით ლაივ ცხრილში მე-9 ადგილზეა და ტოპ 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის.
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი - უგურჩან ჩაქირი; ერენ ელმალი, სანჩესი, აბდიულქერიმ ბარდაქში, სალაი; ტორეირა, ლემინა; სანე, იუნუს აქგიუნი, ბარიშ ალფერ ილმაზი; ოსიმენი
ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, პუბილი, ჰანცკო, რუჯერი; სიმეონე, ბარიოსი, კოკე, ალექს ბაენა; სორლოტი, ალვარესი
პარალელურად კიდევ ერთი მატჩი გაიმართება ჩვენს მეზობლად, ბაქოში ყარაბახი ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ პლეიოფის ზონაში შევიდეს. ამ მომენტისთვის აზერბაიჯანულ გუნდს 7 ქულა აქვს და ცხრილში 25-ე ადგილს იკავებს, გერმანელები კი 4 ქულით 33-ე პოზიციაზე არიან.
მოგვიანებით მიუნხენის ბაიერნი ალიანც არენაზე როიალ უნიონს დაუპირისპირდება და ცხრილში მეორე ადგილზე გადასასვლელად ითამაშებს. გერმანელებს რეალი გაუთანაბრდა, თუმცა კომპანის გუნდი მოგების შემთხვევაში 7 ტურის დასრულების შემდეგ ცხრილში არსენალის შემდეგ მე-2 იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი - ნოიერი; გერეირო, უპამეკანო, ტა, იტო; კიმიხი, პავლოვიჩი; ოლისე, გნაბრი, დიასი; კეინი
უნიონი - სხერპენი; სიკესი, ბურგესი, მაკ ალისტერი; ხალაილი, ვან დე პერე, ზორგანი, სმიტი; აიტ ელ ჰაჯი, როდრიგესი, დავიდი
ჩემპიონთა ლიგაზე ლიამ როსენიორის დებიუტი შედგება, რომლის ჩელსიც სტემფორდ ბრიჯზე კვიპროსულ პაფოსს მიიღებს. ლონდონელებისთვის მოგება პლეიოფისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი - სანჩესი; ჯეიმსი, ჩალობა, ფოფანა, კუკურელია; კაისედო, ანდრეი სანტოსი, ნეტუ, პალმერი, გარნაჩო, ჟოაო პედრო
პაფოსი - მიკაელი; ბრუნო, ლუკასენი, პილეასი, სემა; დრაგომირი, სუნიაიჩი, პეპე; ორშიჩი, იაია; ბასუამინა
საინტერესო მატჩს ვიხილავთ ტურინში, სადაც იუვენტუსი ჟოზე მოურინიოს ბენფიკას მიიღებს. ბიანკონერი 9 ქულით მე-17 პოზიციაზეა და პლეიოფის ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, პორტუგალიელებს კი დასაკარგი აღარაფერი აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი - დი გრეგორიო; კალულუ, ბრემერი, კელი, კამბიასო; ლოკატელი, ტურამილ ფრანსისკუ კონსეისაუ, მაკკენი, ქენან ილდიზი; დავიდი
ბენფიკა - ტრუბინი; დედიჩი, ოტამენდი, ტომას არაუხო, დალილ ბარეირო, აურსნესი; პრესტიანი, სუდაკოვი, შიელდერუპი; პავლიდისი
რთული გამოცდა ელის არნე სლოტის ლივერპულს, რომელიც რობერტო დე ძერბის მარსელს ესტუმრება. მერსისაიდელებს 12 ქულა აქვთ და ტოპ 8 გუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ, ფრანგები კი 9 ქულით პლეიოფის საგზურისთვის იბრძვიან.
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი - რული; ვეა, პავარი, ბალერდი, მედინა, ემერსონი; ჰოიბიერგი, ვერმეერენი; გრინვუდი, ობამეიანგი, პაიშაო
ლივერპული - ალისონი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი; სობოსლაი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, ეკიტიკე, ვირცი
აუცილებლად მოსაგები მატჩი აქვს ბარსელონას, რომელიც ცივ პრაღას ეწვევა და ადგილობრივ სლავიას დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკის გუნდი 10 ქულით მე-15 პოზიციაზეა და ბოლო ტურის წინ კატალონიელებისთვის 3 ქულას ოქროს ფასი აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
სლავია - სტანეკილ ვლჩეკი, ზიმა, ჩალუპეკი, ბორილი; მოზესი, სადილეკი; დუდერა, პროვოდი, სანიანგი; ჩორი
ბარსელონა - ჟოან გარსია; კუნდე, კუბარსი, ერიკ გარსია, ჟერარ მარტინი; პედრი, დე იონგი; რაშფორდი, ფერმინ ლოპესი, რაფინია; ლევანდოვსკი
ამ მატჩების პარელურად ასევე ატალანტა - ატლეტიკ ბილბაო და ნიუკასლი - პსვ გაიმართება.
21:45
გალათასარაი - ატლეტიკო
ყარაბაღი - აინტრახტი
00:00
ატალანტა - ატლეტიკი
ბაიერნი - როიალ უნიონი
ჩელსი - პაფოსი
იუვენტუსი - ბენფიკა
მარსელი - ლივერპული
ნიუკასლი - პსვ
სლავია - ბარსელონა

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები