ვინისიუს ჯუნიორი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რეალის საუკეთესო ასისტენტთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა.
ბრაზილიელმა ვინგერმა მონაკოსთან 6:1 მოგებულ მატჩში სამი საგოლე გადაცემა მიითვალა — ჯერ კილიან მბაპეს გაატანინა, შემდეგ ფრანკო მასტანტუონოს, ბოლოს კი მის გადაცემას ტილო კერერის ავტოგოლი მოჰყვა.
ამ დროისთვის ვინისიუსის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 30 საგოლე გადაცემაა. 25 წლის ფეხბურთელმა ამ მაჩვენებლით კარიმ ბენზემა (27) ჩამოიტოვა. რეალის ისტორიაში ამ ტურნირზე მასზე მეტი ასისტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს შესრულებული — 31.
სამი საგოლე პასის გარდა, ამ მატჩში ვინიმ თავადაც შეძლო გოლის გატანა.
მონაკოსთან დღევანდელი შეხვედრა ვინისიუსმა 1+3 მაჩვენებლით დაასრულა, ანუ ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა — ასეთი შედეგი ბრაზილიელს ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ერთხელაც არ ჰქონია.