საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთელმა, ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის 14-კაციანი განაცხადი დაასახელა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ლატვიის გარდა, A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ხორვატია და საფრანგეთი არიან. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია);
25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია);
28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა).