VIDEO: თოკო MVP გახდა - ბარსამ სტუმრად მოიგო და მე-3 ადგილი გაიმყარა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიამ, ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში, სოლიდური მატჩი ჩაატარა. მისმა ბარსელონამ ბრეოგანი სტუმრად დაამარცხა - 109:78.
ქართველმა პარკეტზე 21:50 წუთი გაატარა - 21 ქულა, 6 მოხსნა. 10-დან 10 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ბარსამ ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, მე-3 ადგილზეა და ლიდერ რეალ მადრიდს 4 მოგებით ჩამორჩება.
15 მარტს, შენგელიას გუნდი სტუმრად, მე-7 ადგილზე მყოფ ხუვენტუტ ბადალონას შეხვდება.