VIDEO: ქულების ლიდერი და MVP - ტენერიფეს შერმადინის მაგარმა პერფორმანსმა არ უშველა
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა, ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურის ეგიდით, მანრესასთან მაგარი მატჩი ჩაატარა და MVP გახდა.
ლაგუნა ტენერიფემ გასვლითი მატჩი 6-ქულიანი სხვაობით წააგო, თავად ქართველს კი ასეთი სტატისტიკა ჰქონდა - 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი. 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
შერმო, ქულების მხრივ, საუკეთესო იყო, ეფექტიანობის ინდექსი კი 29 ჰქონდა, რაც ასევე ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ. მანრესას ლიდერ პიერ ორიოლას რიცხვი 22 იყო.
შერმადინის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, კანარიელები ბოლო დროს არც ისე კარგ სვლაზე არიან - ბოლო 6-დან მე-4 შეხვედრა წააგეს.
21 ტურის შემდეგ, ტენერიფეს 12 მოგება და 9 მარცხი აქვს, რითაც ცხრილის მე-8, ბოლო საპლეიოფო ადგილზეა. მომდევნო ტურში, 14 მარტს, მე-2 ადგილოსან ვალენსიას უმასპინძლებენ.