VIDEO: იბერიას ყოფილ შემტევს გაატანინა - გიორბელიძის პირველი ასისტი სეზონში
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურამ გიორბელიძემ თურქეთის პირველი ლიგის 2025-26 წლების სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა. მისმა ერზურუმსპორმა მანისა 8:1 გაანადგურა.
75-ე წუთზე, როცა ანგარიში 5:1 იყო, ქართველმა მარცხენა მცველმა ფლანგიდან დაბალი გადაცემა გააკეთა, რომელსაც მარტვილის მერანისა და იბერია 1999-ის ყოფილი თავდამსხმელი, შეიკნე სილა გამოეხმაურა და სეზონში მე-6 გოლი შეაგდო.
გიორბელიძისთვის წლევანდელი ჩემპიონატის 27-ე მატჩში (ერთხელ შეცვალეს, 26-ჯერ სრულად ითამაშა) პირველი საგოლე მოქმედებაა.
საერთოდ, ერზურუმელები ბრწყინვალე ფორმაში არიან, უშუალოდ ჩემპიონატში ზედიზედ მე-12 თამაში მოიგეს და ლიდერობენ - მე-3 ადგილოსან ამედსპორს 5 ქულით უსწრებენ და სუპერ ლიგაში დაწინაურების კარგი შანსი აქვთ.
გიორბელიძის გუნდი მომდევნო ტურში, 11 მარტს, ლიგაში დასარჩენად მებრძოლ უმრანიესპორს სტუმრად შეხვდება.