VIDEO: კორსანტიას სოლიდური მატჩი - გიპუსკოამ ბოლო 15 ტურში მე-13 მატჩი მოიგო
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კორსანტიამ, ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონ PRIMERA FEB-ის ეგიდით, შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
მისმა გიპუსკოამ საკუთარ დარბაზში ოურენსე მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, 2-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 81:79.
ბასკთა ქართველმა მოთამაშემ პარკეტზე 21:08 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 11 ქულა, 8 მოხსნა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 14 შეადგინა, რაც გიპუსკოას რიგებში - მე-2, ხოლო მთლიანად თამაშში მე-3 შედეგი გახლდათ.
კორსანტიას გუნდმა ბოლო 15 ტურში მე-13 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილი გაიმყარა.
11 მარტს, ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ ფეუნლაბრადას საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.