7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ დიაშმა რეალთან წაგებაზე ისაუბრა.
„არ ვიცი, რა ვთქვა. დიდი იმედგაცრუებაა. მთელი თამაში ვდომინირებდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც პენალტებამდე მივიდა. ყველაფერი გავაკეთეთ, მომენტებს ვქმნიდით, ამიტომ ამის მიღება რთულია.
ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პენალტები აგვერიდებინა თავიდან, მეტოქეს კი სწორედ ეს უნდოდა.
გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ვიბრძოდით, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ჩვენი დღე არ იყო. ზოგჯერ ბურთი კარში მარტივად შედის, ზოგჯერ - არა. ისღა დაგვრჩენია, ამ სეზონში რაც კიდევ სათამაშოა, იმისთვის ვიბრძოლოთ.
დასვენების დრო არც ისე ბევრი გვაქვს, ეს სეზონის დატვირთული მონაკვეთია. ახლა სიძლიერე უნდა გამოვავლინოთ, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. ჩვენ ჯერ კიდევ ვმონაწილეობთ ორ მნიშვნელოვან ტურნირზე." - აღნიშნა პორტუგალიელმა მცველმა.
კომენტარები