სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონიო რუდიგერმა მან სიტისთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე ხვალ, 9 აპრილს გაიმართება.
„მოუთმენლად ველოდები ერლინგ ჰალანდთან დაპირისპირებას. ასეთ მატჩებზე ოცნებობ და მასში მონაწილეობის მიღება სასიამოვნოა.
მან სიტის ბევრი კარგი თავდამსხმელები ჰყავთ, არამხოლოდ ჰალანდი. ის ცალსახად ძლიერი ფორვარდია, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ძალიან მინდა.
ჩემი ყოფილი კლუბების დიდი პატივისცემის მიუხედავად, არამგონია, რომ რომელიმე მათგანის რეალთან შედარება შეიძლებოდეს. ამ კლუბს ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ აქვს მოგებული.
ჩემპიონთა ლიგის მოგება აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენად, რომ ლაპარაკსაც კი არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, ზეწოლას ვგრძნობ. პირველად, ასეთი ძლიერი ზეწოლა კარიერაში შარშან ვიგრძენი.
აქ ყოველთვის ბოლომდე უნდა იყო მზად. აქ საუბარი მხოლოდ გამარჯვებებზე მიდის, არანაირი ფრე ან მარცხი." - აღნიშნა რეალის გერმანელმა მცველმა.
წარსულში რუდიგერს შტუტგარტში, რომასა და ჩელსიში აქვს ნათამაშები.
კომენტარები