მუჰამედ მოკაევი სოციალურ ქსელში წერს, რომ საბა ლაზიშვილთან ჭიდაობა შესთავაზეს.
შემომთავაზეს, რომ დეკემბერში, დუბაიში, საბას ჭიდაობაში შევეჯიბრო. Let's go!
მუჰამედ მოკაევი წარმოშობით დაღესტნელი MMA-ის მებრძოლი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სახელით ასპარეზობს.
ამჟამად ის Brave Combat Federation-ის უმსუბუქეს წონით კატეგორიაში ასპარეზობს, სადაც ორგანიზაციის ისტორიაში ამ წონის პირველი ჩემპიონია. მანამდე მოკაევი UFC-ის უმსუბუქეს წონით კატეგორიაშიც გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში მომხადარი ინციდენტის შემდეგ საბა ლაზიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, ინსტაგრამზე კი მისი გამომწერების რიცხვი 1 მილიონს გადასცდა.
VIDEO: საბა ლაზიშვილის ტრიუმფალური დებიუტი RAF-ში!