გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
მსოფლიოს ჩემპიონატში მსოფლიოს 25 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ იზეიმა.
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი უზბეკმა მებრძოლმა, შოხრუხონ ბახტიაროვმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ჭიდაობას 2018 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი ამ სახეობაში ისტორიაში პირველად გასულ წელს ჩატარდა.