სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას გაკეთებულ კეთილ საქმეზე ინფორმაცია ვრცელდება.
ბოლო დღეებში პატარა გიორგის მკურნალობისთვის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყეს, მიზანი სამედიცინო ხარჯებისთვის საჭირო 64 000 აშშ დოლარის შეგროვება იყო. პატარა გიოსთვის საჭირო თანხა კი ზუსტად 48 საათში შეგროვდა.
,,ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასეთი დიდი სიკეთე ასე ჩუმად ჩავლას არ იმსახურებს!
უდიდესი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, გვერდში დადგომოდა გიორგის და უდიდესი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში.
ხვიჩა, ჩვენთვის ფასდაუდებელია არა მხოლოდ თქვენი დახმარება, არამედ ის ადამიანობა, თანადგომა და გულწრფელი ყურადღება, რომელიც გიორგის მიმართ გამოიჩინეთ.
თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ დიდი ფეხბურთელის მიღმა კიდევ უფრო დიდი ადამიანი დგას!
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გიორგის საქველმოქმედო მარათონში! ჩვენთვის ეს ყველაფერი ფასდაუდებელია!!" - წერს პატარა გიორგის დედა, ნუცა ბარაბაძე სოციალურ ქსელში.
ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი