GQ France-ის 2026 წლის ადამიანების დაჯილდოების გამარჯვებულთა სია ცნობილია.
,,2026 წლისთვის ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა, პატივი მიაგოს იმ გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გამბედაობას, უმაღლეს პროფესიონალიზმსა და შემოქმედებითობას განასახიერებენ.
კინოს ეკრანებზე და კულისებს მიღმა, მუსიკალურ სცენებზე, ფეხბურთის მოედნებსა თუ MMA-ის ოქტაგონზე - GQ-ის 2026 წლის 8 ლაურეატმა საზოგადოებაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
მათი ნიჭი, შთაგონება და ხედვა საფრანგეთის საზღვრებს სცდება და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში უწყობს ხელს.
დაჯილდოების ცერემონია 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, პარიზის სასტუმრო Plaza Athénée-ში გაიმართება, სადაც ყველა გამარჯვებული შეიკრიბება საღამოზე, რომელიც სტილსა და გატაცებას მიეძღვნება.
ლაურეატებს შორის არიან კოლმან დომინგო, ნილს შნაიდერი, ანჟელი, ხვიჩა კვარაცხელია, ტიაკოლა, ვილი ჩავარია, სალაჰდინ პარნასი და არტურ არარი.
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც პსჟ-ის შეტევის ნამდვილი მარგალიტია, მთელი სეზონის განმავლობაში არაერთი მცველი დაჩაგრა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.
ტრავმა სერიოზულია, თუმცა ხვიჩას კარიერაში სირთულეები ადრეც გადაულახავს და, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება“, - წერს GQ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
