მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 8-დან 7 მერვედფინალური დაპირისპირება უკვე გაიმართა.
ერთადერთი 1/8 ფინალი, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა - დორტმუნდსა და მონტერეის შორის დღეს გამთენიისას გაიმართება და ამ წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.
1/4 ფინალში ასეთ დაპირისპირებებს ვიხილავთ:
ფლუმინენსე - ალ ჰილალი
პალმეირასი - ჩელსი
პსჟ - ბაიერნი
რეალი - დორტმუნდი/მონტერეი.
1/4 ფინალური მატჩები 4 ივლისს დაიწყება და 6 ივლისამდე გაგრძელდება.