ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

საკუთარი ხელით გათხრილი სამარე — რატომ იყო ალონსო განწირული?
ფეხბურთიფეხბურთი

საკუთარი ხელით გათხრილი სამარე — რატომ იყო ალონსო განწირული?

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის გულშემატკივრის ნააზრევი ჩაბი ალონსოს არშემდგარ მადრიდულ პროექტზე.


2025 წლის მაისი. მადრიდის რეალი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს — კაცს, რომელმაც სეზონნახევარში ლევერკუზენი უფსკრულიდან ამოიყვანა და ისტორიაში პირველი ოქროს ბუნდესლიგა მოაგებინა. ისტორიული ცვლილება მადრიდისთვის — ანჩელოტის ნაცვლად, რომელმაც ბევრის აზრით რეალში საკუთარი თავი ამოწურა, მოდის ახალგაზრდა სპეციალისტი, რეალისთვის კარგად ნაცნობი ფიგურა, რათა სცადოს და ისტორიაში საუკეთესო კლუბშიც შემოიტანოს თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები — მაღალი პრესინგი, მეტოქეების ტაქტიკური ანალიზი, სიმკაცრე და სხვა ნიუანსები.


მინდა, რომ ხალხი ჩვენი თამაშების ყურების დროს ფიქრობდეს, რომ აი — ეს არის ჩემი მადრიდი


ეს ჩაბი ალონსოს პირველი სიტყვებია რეალის სათავეში.


მე პირადად მგონია, რომ ჩაბი მაშინვე შეცდა, როცა კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაწვრთნას დათანხმდა. იყო იდეა, რომ ამ ტურნირზე დროებითი მწვრთნელი ყოფილიყო, ჩაბი კი მის შემდეგ მოვიდოდა. ამბობენ, ჩაბის ზუსტად ასე უნდოდაო, თუმცა რეალისნაირი მოლოდინების მქონე კლუბისთვის სანტიაგო სოლარით ახალი ტურნირის გადავლა და მოგების შანსების შემცირება არასაკადრისი იქნებოდა. ამიტომ ჩაბი დაითანხმეს და ამ თანხმობით საკუთარი სამარის ამოთხრაში პირველი ნიჩაბი მან მაშინვე მოიქნია.


ჩაბის სასურველი რეალის პირველი ნიშნები საკლუბოზევე ვნახეთ, თუმცა ანჩელოტის ფეხბურთითა და მიდგომებით მოთამაშე ფეხბურთელების ორ კვირაში გადაკეთება შეუძლებელი იყო და ლოგიკური დასასრულიც მიიღო — იმ დროისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფმა პსჟ-მ ჩაბი პირველ დიდ თამაშში უშანსოდ გადათელა. დიდი ალბათობით ჩაბის გარეშეც ზუსტად იგივე მოხდებოდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ფანები ალონსოს, როგორც კიდევ უფრო დიდ ხსნას  დაელოდებოდნენ.


მთელი სეზონის თანმიმდევრულად დალაგებას აქ არ ვაპირებ, თუმცა ალონსოს მადრიდული კარიერის დასაწყისი რომ არ გამოვიდა იდეალური, ამაზე ხაზის გასმა, ვფიქრობ, საჭირო იყო.


იმუშავე იმით, რაც გვაქვს


უფრო სწორად, იდეალური დასაწყისი ჩაბის თავიდანვე ვერ ჰქონდა, როცა, როგორც ესპანური პრესა წერს, პირველივე შეხვედრაზე მაკონტროლებელი ტიპის ნახევარმცველი მოითხოვა და ცივი უარი მიიღო — იმუშავე იმით, რაც გვაქვს. ეს იყო ბორდის პასუხი. საკუთარი სამარის თხრას ზედმეტად ხშირად არ ვახსენებ, მაგრამ მგონი თავადაც ხვდებით, არა?


სეზონის დაწყების შემდეგ ახალი რეალის პირველი კარგი ნიშნები ვნახეთ — შეიძლება რთულად იგებდა და დაბალი ბლოკით მოთამაშე გუნდებთან გოლების გატანა უჭირდა, თუმცა ჩანდა, რისი გაკეთება უნდოდა ალონსოს.


ჩანდა ზუსტად კლასიკომდე. ალონსო პირველი მწვრთნელი გახდა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, რომელმაც თავისი პირველი ელ კლასიკო მოიგო, თუმცა რეალურად და სათავისოდ — წააგო და ბევრის აზრით მისი პროექტიც სწორედ აქ დამთავრდა. 73-ე წუთზე ესპანელმა მოედნიდან ვინისიუსის გაყვანა და როდრიგოს შემოყვანა გადაწყვიტა და მთელმა მსოფლიომ ნახა, ამას რა მოჰყვა — ბრაზილიელის სრული ტანტრუმი, ისტერიკა და მწვრთნელთან ხელის ჩამორთმევის გარეშე პირდაპირ გასახდელში წასვლა. მერე კი მობრუნდა, მაგრამ ამბობენ, ეს უფრო მეკარეების მწვრთნელის დაჟინება იყო და არა ვინის სურვილი.



კლუბი დილემის წინაშე დადგა — დაუჭიროს მხარი მწვრთნელს და შესაბამისად გაუწყრეს გუნდისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, თუ ფეხბურთელის მხარე დაიჭიროს და მწვრთნელის მომავალს პრაქტიკულად თავი მოკვეთოს.


კლუბმა ხელები დაიბანა და ყველაფერი ალონსოს მიანდო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არაფერი გაეკეთებინა. კი. აი ასე. საერთოდ არაფერი — თითქოს ვინიმ მოიბოდიშა, თუმცა საბოდიშო წერილში მთავარი ადრესატი, ვინც უნდა ყოფილიყო — ჩაბი ალონსო — არ უხსენებია.


სწორედ ამ კლასიკოში დასრულდა ალონსოს რეალიც და ალონსოც რეალში. ამის შემდეგ წავიდა უამრავი ინფორმაციის გამოჟონვა — ფეხბურთელებს არ მოსწონთ ტაქტიკური ვიდეოების ხანგრძლივობა, არ უნდათ ინტენსიური პრესინგი, არ მოსწონთ ალონსოს მიდგომები, არ უნდათ კონკრეტულ პოზიციებზე თამაში და მრავალი სხვა.


ელ კლასიკოს შემდეგ ალონსოს მუშაობა რეალში უბრალოდ მწვრთნელის გადარჩენისთვის ბრძოლა გახდა — მატჩის წინ ულტიმატუმები, მერე ალონსოს წაშლილი სახე თამაშებში, მძიმე სტილში გამარჯვებები და უბრალოდ გადავადებული ერთადერთი ლოგიკური დასასრული.


ალონსომ საკუთარი თავის გადასარჩენად ყველანაირ თავის პრინციპსა და იდეაზე თქვა უარი — ჯერ ტაქტიკური ვიდეოები ერთწუთიან რილსებამდე შეამცირა, მერე მაღალ პრესინგში ყველას ჩართულობაზე თქვა უარი მბაპესა და ვინისიუსის სიზარმაცის გამო, რაც ბუნებრივად მისი სტილის დაკარგვაში გადაიზარდა. ალონსოს ბოლო თამაშები ანჩელოტის ყველაზე ცუდი პერიოდისგან არაფრით გამოირჩეოდა. ის კი არა — ბოლო ორი დიდი მატჩი, სიტისთან და ბარსელონასთან, ალონსომ სწორედ კარლოს კონსპექტებით ითამაშა და არც ამან უშველა.


საერთო ჯამში ალონსო განწირული იყო. ალონსოს რეალში ანჩელოტისგან გათამამებული და გაზარმაცებული შემადგენლობა დახვდა, რომელმაც შარშან თავად ანჩელოტიც შეიწირა (არსენალთან მატჩის შემდეგ უკმაყოფილოები იყვნენ — ტაქტიკურ სწავლებებს არ გვიტარებსო), წელს კი ალონსოსაც გადაწვდნენ — როგორ თუ კარლოს მსგავსად მოგებული მატჩების შემდეგ იბიცაზე არ გვიშვებსო.


სამართლიანობა მოითხოვს ისიც ვთქვათ, რომ ალონსო საუკეთესო მენ-მენეჯერიც ვერ გამოდგა, რადგან გუნდში მოსვლისთანავე ყველაზე პრობლემურ და ჭირვეულ ვარსკვლავს თავისი მეთოდებით დაუწყო ბრძოლა — ხან სკამზე ტოვებდა, ხან ზედმეტად ადრე ცვლიდა. მწვრთნელს ამ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, თუმცა კარგი მენ-მენეჯერი სწორ მიდგომას იპოვიდა და ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ ვინისიუსი მინიმუმ საჯაროდ ამდენს ვერც გაბედავდა და არც აკადრებდა მისი გუნდის მთავარ მწვრთნელს.


ალონსოს რომ საკმარისი „კვერცხები“ არ აღმოაჩნდა, პირველივე შეხვედრაზე გამოჩნდა, როცა რეალში ეძახდნენ და მისი პირველი და მთავარი მოთხოვნა უგულებელყვეს. კოხონესიანი მწვრთნელი ამ დროსვე დააწესებდა თავის მოთხოვნებს, რომელთა გარეშეც კლუბში მისვლაზე უარს იტყოდა. სამწუხაროდ, თავად ალონსო ამ შანსს სხვანაირად მიუდგა.


ალონსოსთან, როგორც პირწმინდად ფეხბურთის მწვრთნელთანაც, ბევრი კითხვაა — დაწყებული კასტილიელი ფეხბურთელების სრული იგნორით, გაგრძელებული საკუთარი იდენტობიდან სწრაფი გადახვევით და დამთავრებული ტაქტიკის სწრაფი შეცვლით.


კადრები, სადაც სუპერთასის შემდეგ ალონსო გუნდს ბარსელონასთვის დერეფნის გაკეთებისკენ მოუწოდებს, ხოლო კილიან მბაპე უარს ამბობს და მთელი გუნდიც მას უჯერებს, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და საცოდავი სანახავი იყო, როგორ ჩაღუნა თავი მთავარმა მწვრთნელმა და გაყვა ფეხბურთელებს.


ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ ალონსოსთვის უნდა ეცლიათ და იქნებ რამე გამოსულიყო — ეს კადრები ნახეთ და მიხვდებით, რომ ალონსოს დატოვება უბრალოდ დროის კარგვა იქნებოდა. ალონსო ამ გუნდის მწვრთნელი აღარ იყო.


VIDEO: მბაპემ რეალს ბარსელონასთვის საპატიო დერეფნის გაკეთების უფლება არ მისცა


ალონსო და რეალი ერთმანეთისთვის მზად არ აღმოჩნდნენ — ჩაბის საკმარისი გამბედაობა არ აღმოაჩნდა, რომ თავისი პოზიციები არაფრით დაეთმო, რეალს და მის გაზარმაცებულ ფეხბურთელებს კი მკაცრი სიახლეების მიღება არ მოუნდათ.


რეალის ფანებო — რა გითხრათ, რით გაგახაროთ. წარმატებები ახალ მწვრთნელს ამ გაზულუქებული შემადგენლობის ამოძრავებაში.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩაბი ალონსო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ცოტა გამიკვირდა", — დეკუ ალონსოს გაშვებასა და არბელოას დანიშვნაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცოტა გამიკვირდა", — დეკუ ალონსოს გაშვებასა და არბელოას დანიშვნაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაბი ალონსოს პირველი კომენტარი რეალის დატოვების შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაბი ალონსოს პირველი კომენტარი რეალის დატოვების შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ შეიძლება ფეხბურთელებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა", — ალონსო რეალის ხელმძღვანელობას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ შეიძლება ფეხბურთელებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა", — ალონსო რეალის ხელმძღვანელობას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი ლიდერი — რეალის ფეხბურთელებიდან ვინ არ დაემშვიდობა ალონსოს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი ლიდერი — რეალის ფეხბურთელებიდან ვინ არ დაემშვიდობა ალონსოს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

"ცოტა გამიკვირდა", — დეკუ ალონსოს გაშვებასა და არბელოას დანიშვნაზე

News image

3 სთ წინ

ჩაბი ალონსოს პირველი კომენტარი რეალის დატოვების შემდეგ

News image

3 სთ წინ

"არ შეიძლება ფეხბურთელებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემა", — ალონსო რეალის ხელმძღვანელობას

News image

3 სთ წინ

ორი ლიდერი — რეალის ფეხბურთელებიდან ვინ არ დაემშვიდობა ალონსოს?

კომენტარები