კამპ ნოუზე მადრიდის რეალთან 2:1 წაგებული ელ კლასიკოს შემდეგ, ბარსელონას ნახევარმცველმა პედრიმ მედიასთან უკმაყოფილება არ დამალა და აღნიშნა, რომ გუნდმა სასურველ დონეზე ვერ ითამაშა.
ესპანელი ფეხბურთელის თქმით, კატალონიელებს განსაკუთრებით პირველი ტაიმი ჩაუვარდათ.
DAZN-თან საუბრისას პედრიმ განაცხადა, რომ შესვენებამდე ბარსელონა საკუთარ თავს არ ჰგავდა.მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში თამაში გამოასწორეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს, რეალის კონტრშეტევის შეჩერება ვეღარ მოახერხეს, რის გამოც მწარედ დაისაჯნენ.ნახევარმცველის აზრით, მთავარი პრობლემა ბურთის მოძრაობა იყო.
პირველ ტაიმში ძალიან ნელები ვიყავით და ბევრი გულუბრყვილო შეცდომა დავუშვით. ასეთი დონის გუნდებთან კი ამის გამო ყოველთვის ისჯები
პედრიმ აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრებში ბევრად უკეთესი თამაშია საჭირო. მან გულშემატკივრებს მიმართა და დასძინა, რომ პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება სწორედ მათთვის სურდათ, თუმცა ამჯერად სპორტულმა იღბალმაც ზურგი აქციათ.
ამის მიუხედავად, ესპანელმა ტალანტმა საუბარი ოპტიმისტურ ნოტზე დაასრულა და ყველას შეახსენა, რომ საჩემპიონო ინტრიგა კვლავ ცოცხალია. მისი თქმით, ერთი კლასიკოს წაგება ლა ლიგის ბედს ვერ გადაწყვეტს, ამიტომ გუნდმა მარცხი უნდა დაივიწყოს, შემდეგ მატჩზე კონცენტრირდეს და ვითარების გამოსასწორებლად წინ ჯერ კიდევ მთელი სეზონია.