სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებისა და მამელოდი სანდაუნსის ნახევარმცველი, ჯეიდენ ადამსის 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და საკუთარი შესაძლებლობები საფეხბურთო სამყაროს უდიდეს სცენაზე წარმოაჩინა.
ადამსის მენტორმა, ბრენდინ ჯონსონმა, ოჯახთან შეთანხმებით ემოციური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ახალგაზრდა ნახევარმცველის უახლოესი ადამიანების უდიდესი მწუხარება გამოხატა.
„ამ მომენტში ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულია. ოჯახს ახლა არ სურს, რომ ვინმე დაუკავშირდეს, რადგან მათ არავისთან საუბრის ძალა არ შესწევთ. ამ ტრაგედიამ ყველა გაგვანადგურა. ის მსოფლიო ჩემპიონატიდან სულ ახლახან დაბრუნდა და შემდეგ ასეთი ამბავი გავიგეთ.
ხუთშაბათს მასთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი დაბრუნებასთან დაკავშირებით. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნებული, CAF-ის ჩემპიონი იყო და იცოდა, რა ელოდა წინ, ის მზად იყო. თავისუფალ დროს ყოველთვის ოჯახთან ერთად ატარებდა.
ამ მომენტში სიტყვებიც კი არ მყოფნის, თუმცა ვითხოვთ, რომ ოჯახის პირად სივრცეს პატივი სცენ. დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის გარდაიცვალა. ამას არავინ ელოდა“, - განაცხადა ჯონსონმა.
ადამსმა სამხრეთ აფრიკულ ფეხბურთში თავი პერსპექტიულ ტალანტად სტელენბოშის შემადგენლობაში დაიმკვიდრა, რის შემდეგაც ადგილი მამელოდი სანდაუნსსა და ეროვნულ ნაკრებში მოიპოვა.