მსოფლიო ჩემპიონატის პირველ 1/16 ფინალში თანამასპინძელმა კანადამ სამხრეთ აფრიკას აჯობა.
შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართა და კანადელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
კანადა მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე რეალური საგოლე მომენტიც გაუშვა ხელიდან, თუმცა საბოლოოდ თავისი მაინც გაიტანა და მაშინ, როცა დამატებითი დრო გარდაუვალი გვეგონა, გოლიც შეაგდო.
თავის გამოჩენა ეუსტაკიომ მოახერხა და კანადა ისტორიაში პირველად გაიყვანა 1/8 ფინალში, სადაც გუნდი ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
სამხრეთ აფრიკამ კი მუნდიალი თავისთვის საუკეთესო შედეგით დაასრულა - გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა, თუმცა პირველივე ეტაპზე გამოვარდა.