ჟოზე მოურინიომ ოქროს ბურთის შესახებ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ჯილდო არა ტიტულებს, არამედ სუფთა ნიჭს უნდა ენიჭებოდეს.
მოურინიომ განაცხადა:
ჩემთვის ოქროს ბურთი უნდა გადაეცეს იმ მოთამაშეებს, რომელთა წასვლის მერეც სამუდამოდ მოგვენატრება მათი თამაში. მე მენატრება მარადონა, ნაზარიო, მესი, ზიზუ.
მოურინიომ ირონიულად დასძინა, რომ თუ გამარჯვებული მხოლოდ გუნდური წარმატების, ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის მიხედვით უნდა გამოვლინდეს, მაშინ ჯილდო მწვრთნელებმა უნდა მიიღონ:
თუ ჩემპიონთა ლიგის დამსახურების აღიარება გსურთ, ოქროს ბურთი ლუის ენრიკეს მისეცით, ხოლო რაც შეეხება ესპანეთს, ამას ნამდვილად იმსახურებს დე ლა ფუენტე.
მწვრთნელის თქმით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებელი არაა რომ პსჟ-დან ან ესპანეთიდან იყვნენ:
ასეთი 3-4 მოთამაშეა და მათ ვინაობას ყველა კარგად ხვდება.
მოურინიომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოში პოლიტიკა გაერია, რაც მისთვის მიუღებელია.