პსჟ-მ ლიგა 1-ის მეორე ტურში ლილთან გასვლითი მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა.
მატჩის შემდეგ პარიზელთა კაპიტანმა, მარკინიოსმა, Ligue1+-თან ინტერვიუში გუნდის ხასიათსა და რთულ სტარტზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისი განსაკუთრებით რთულია, რადგან გუნდს უკვე რამდენიმე მძიმე დაპირისპირება მოუწია ისეთ მეტოქეებთან, როგორიცაა რენი და ლილი.
მისი თქმით, პსჟ მუდამ ბოლომდე იბრძვის და მეტოქეებმა ეს იციან:
ზოგიერთი გუნდი ფიქრობს, რომ როდესაც 2:0 იგებს, ჩვენთან ყველაფერი დასრულებულია. თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე ვაჩვენებთ, რომ პსჟ-სთან არასდროს არაფერია დამთავრებული. გვაქვს ხასიათი და სული. ბოლო წუთამდე ვცდილობთ წინსვლას და გამარჯვებას.
კაპიტანი ასევე გამოეხმაურა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებსა და მასპინძელთა უკმაყოფილებას და აღნიშნა, რომ დროის მართვა მსაჯის პრეროგატივაა, ხოლო ფეხბურთელების საქმე მოედანზე ბოლომდე თამაშია.