ლივერპული და პსჟ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
ცნობილი ჟურნალისტის, ტანკრედი პალმერის შეფასებით, ბარკოლას სანაცვლოდ გადახდილი თანხა, რომელიც 106 მილიონიდან 123 მილიონამდე მერყეობს, ზედმეტად ძვირია.
მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის მოხვდება, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის პარიზულ კლუბში მუდმივი სასტარტო შემადგენლობის წევრიც კი არ იყო და ხშირად სათადარიგო სკამზე რჩებოდა.
მოთამაშეს პსჟ-სთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებდა. სატრანსფერო ბაზარზე სხვა მაღალი ფასების ფონზე პარიზელებმაც მაქსიმალური თანხა მოითხოვეს (თავიდან ფასი 145 მილიონსაც აღწევდა).
ლივერპულის გულშემატკივრები სოციალურ ქსელშიც აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელში, რომელიც პსჟ-ში ხშირად ხვიჩა კვარაცხელიას გამო რჩებოდა სათადარიგო სკამზე, ასეთი უზარმაზარი თანხის გადახდა სარისკოა, თუმცა ინგლისურ კლუბს შეტევის გასაძლიერებლად მასშტაბური ტრანსფერი ესაჭიროებოდა.