კანადისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები კვირას, ლოს-ანჯელესის სტადიონზე, თავიანთ ისტორიაში მუნდიალის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავენ.
კანადამ B ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მას შემდეგ რაც შვეიცარიასთან 2:1 დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ 1/16-ფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.
ეს ადგილი სამხრეთ აფრიკამ დაიკავა, რომელმაც სამხრეთ კორეა 1:0 დაამარცხა და სენსაციური გამარჯვებით პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
მატჩი კვირას, 28 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
სამხრეთ აფრიკას კანადასთან მხოლოდ 1 საერთაშორისო შეხვედრა აქვს ჩატარებული - 2007 წლის 20 ნოემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში ბაფანა ბაფანამ 2:0 იმარჯვა.
VIDEO: ისტორიაში პირველად - სამხრეთ აფრიკა მუნდიალის პლეიოფშია