ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ტუნისის გრანპრის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
სანდრო ბაზაძე 224 000 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა.
ქართველი მოფარიკავე წელს ასპარეზობას ამერიკაში, სოლტ ლეიქ სითიში გასამართ მსოფლიო თასზე დაიწყებს, რომელიც დღეს, 23 იანვარს აიღებს სტარტს.
1. სანდრო ბაზაძე (საქართველო) - 224.000
2. ჟან-ფილიპ პატრისი (საფრანგეთი) - 224.000
3. სებასტიან პატრისი (საფრანგეთი) - 178.000
4. კრისტიან რაბი (უნგრეთი) - 173.000
5. აჰმედ ჰეშამი (ეგვიპტე) - 170.000
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 2025 წელს თბილისში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.