საქართველოს სპორტის სამინისტროს ვერსიით, ქვეყნის 2025 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა.
ბაზაძემ, რომელიც კომპანია აჭარაბეთის ამბასადორია, წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო - 2022 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 2023 წელს - ვერცხლის.
გარდა ამისა, 2024-25 წელი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე დაასრულა, რაც მის კარიერაში მეორედ მოხდა (ასევე, 2022-23 წლების სეზონში).
სპორტის სამინისტროს გარდა, ბაზაძე საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაასახელა.
სამინისტროს ვერსიით, 2025 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა ჯუდოკა ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც, ბაზაძის მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად ასევე წელს მოიგო.