მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
2025 წლის პირველი განაცხადის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და სომხეთთან მოახლოვებულ მატჩებზე ისაუბრა.
„შემოდგომაზე ბევრი ჩვენი ფეხბურთელი დაღლილი იყო, ზაფხულიდან მოყოლებული ბევრი ჰქონდათ ნათამაშები და დაღლილობა ეტყობოდათ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ახლა, ზამთარში მათ დაისვენეს და უკეთეს ფორმაში იქნებიან.
სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, A ლიგისთვის მზად არ ვართ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ C ლიგის გუნდი ვართ. კაჩიას არყოფნაში გუნდს კიტეიშვილი უკაპიტნებს, მას ეს კარგად გამოსდის. საპასუხო მატჩში კი კაპიტანი უკვე კაშია იქნება. კიტე ჩვენი გუნდის მამოძრავებულია, შტურმშიც გუნდის კაპიტანია და კაპიტნობის პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს.
მამარდაშვილს და კვარაცხელიას რთული სეზონი ჰქონდათ, გიოს დასვენება სჭირდება. ფაქტობრივად ორი სეზონია დაუსვენებლად თამაშობს.
კვარა ძალიან ბედნიერია და ეს მოედანზეც ეტყობა, ის ძალიან ბევრს შრომობს და ნაკრებშიც იგივეს ველი მისგან. კვარა უნიკალურია, თუმცა სხვა პლიუსების მქონე ფეხბურთელებიც გვყავს. ტაქტიკური ცვლილებების შეტანა მოგვიწევს, ხვიჩას არყოფნა სხვებისთვის არის კარგი შანსი." - აღნიშნა სანიოლმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები