• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სანიოლი: "ზურიკოს ყველა თვისება აქვს, რომ სენტ-ეტიენში შეიყვარონ"
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

სანიოლი: "ზურიკოს ყველა თვისება აქვს, რომ სენტ-ეტიენში შეიყვარონ"

10 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენში ტრანსფერზე ისაუბრა.


"ვიტყოდი, რომ ის პატარა მოთამაშე აღარ არის. 23 წლისაა, მაგრამ პატარად აღარ მიიჩნევა, მაგრამ თავისი პოტენციალით და პიროვნულობით, ის სენტ-ეტიენის ღირებულებებს ძალიან კარგად მოერგება. ის არის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის თავის მაქსიმუმს დებს. მისი ხარისხი მატჩებში ყოველთვის საოცარი არ არის, მაგრამ მისი ინტენსივობა და თავგანწირვა სენტ-ეტიენის გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ.


მე მისი ვერტიკალურობა მომწონს. როცა ბურთი აქვს, ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც შექმნას, ვერტიკალურად გადაადგილდება და სწრაფად უტევს.


მე მას ორ განსხვავებულ სისტემაში ვიყენებ. ან მეორე თავდამსხმელად ან ნახევარმცველად. მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა ის მოედანზე უფრო მაღლა აწეული, უფრო კომფორტულადაც გრძნობს თავს, რადგან ის ინსტინქტური მოთამაშეა. 


მას ვინგერადაც თამაში შეუძლია, მაგრამ როცა მეორე თავდამსხმელს ვამბობ, ესეც განიხილება, იმიტომ რომ ვინგერის პოზიცია ნაკრებში არ გვაქვს. ვფიქრობ, მისი საუკეთესო პოზიცია მარცხენა შემტევია.


მარცხენა ფეხით ცუდად არ თამაშობს, მაგრამ მისი მარჯვენა უკეთესია. მას ძალიან საინტერესო დარტყმის ხარისხი აქვს. ის აჩვენებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ლიგა 1-ში ამ კუთხით, ამაში დარწმუნებული ვარ.


მან სიტუაციებში ანალიზის უნარი უნდა გააუმჯობესოს. მან უნდა იგრძნოს, როდის უნდა შეუტიოს სწრაფად და როდის ჯობია, რომ დაიცადოს. ზურიკოს ყოველთივს უნდა, რომ კართან სწრაფად მივიდეს. ამიტომაა, რომ ბევრჯერ ცდება. მაგრამ ასეთი ტიპის მოთამაშისგან უნდა მიიღო გაფუჭებული მომენტებიც. ის ბევრს ცდილობს. ვფიქრობ, მისი მწვრთნელი მას პროგრესში დაეხმარება.


ნაკრებში ის ყოველთვის ბედნიერი და ენთუზიაზმით სავსეა. ზურიკო ხშირად იცინის. არ ვიცი, საფრანგეთში როგორ იქცევა, რადგან ენის ბარიერი არსებობს, მაგრამ ზურიკო უფრო მეტად ექსტროვერტია, ვიდრე ინტროვერტი.


მან ცოტა ფრანგული იცის, მაგრამ ინგლისურად გვაქვს კომუნიკაცია. მან ფრანგულად ძირითადად საფეხბურთო ტერმინები იცის. ჩვენ ვახერხებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ამის პრობლემა არ არსებობს.


მას ყველა ის თვისება აქვს, რომ სენტ-ეტიენში შეიყვარონ. მას აქვს უნარი, რომ ბევრი იშრომოს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს."


სანიოლმა სენტ-ეტიენზეც ისაუბრა.


"მე სენტ-ეტიენში დავიბადე. აქ 11-დან 20 წლამდე ვთამაშობდი და ეს ჩემი სახლიაა. მწვანეები ელიტაში დაბრუნდნენ, რამაც ბევრი ადამიანი გაახარა. მეც ძალიან გახარებული ვარ, რომ სენტ-ეტიენი პირველ დივიზიონშია, იქ სადაც მისი ადგილია.


ვფიქრობ, რთული სეზონი იქნება. თავები არ უნდა მოვიტყუოთ, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს შორის დიდი სხვაობაა. იმედია, მწვანეებს ჩემპიონატის კარგი სტარტი ექნებათ. ეს მათ თავდაჯერებას მისცემთ და არასაჭირო წნეხს თავიდან აიცილებენ."


ვილის გიორგი მიქაუტაძეზეც ჰკითხეს.


"სამწუხაროდ ვშიშობ, რომ ჟორჟი სენტ-ეტიენისთვის ფინანსურად სხვა დონეზეა. მან ევროზე კვლავ აჩვენა, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. მას ამას ვუსურვებდი, რადგან ისიც კარგი ბიჭია. იმედია, ის ყოველ უიქენდზე შეძლებს მაღალი დონის თამაშების ჩატარებას და მათ შორის შუა კვირაშიც. მონაკო ძალიან დაინტერესებული ჩანს, ლანსიც. ვნახოთ, რა იქნება."


ვილი სანიოლმა თავისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ სენტ-ეტიენში დაიწყო, სადაც 1995-97 წლებში თამაშობდა, შემდეგ იყო მონაკო და მიუნხენის ბაიერნი.


რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, Geo Team-ის ინფორმაციით მოთამაშემ ახალ კლუბში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და 4-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ტრანსფერი წესით მალე უნდა გაოფიციალურდეს. სენტ-ეტიენი ბორდოს ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
ვილი სანიოლი
ზურიკო დავითაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სოლიდური გამარჯვება - ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

•ქართული

ქართული

სოლიდური გამარჯვება - ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
•ქართული

ქართული

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს!

•ქართული

ქართული

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს!
•ქართული

ქართული

დასანანი მარცხი - საქართველოში რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

•ქართული

ქართული

დასანანი მარცხი - საქართველოში რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
•ქართული

ქართული

News image

24 ივნ, 2026

VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა

News image

24 ივნ, 2026

სოლიდური გამარჯვება - ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

News image

25 ივნ, 2026

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს!

News image

27 ივნ, 2026

დასანანი მარცხი - საქართველოში რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება