ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

მატჩის მნიშვნელობა, კაპიტნის საქციელი და ახალგაზრდა კალათბურთელები - ჯიკიჩის განცხადება
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

მატჩის მნიშვნელობა, კაპიტნის საქციელი და ახალგაზრდა კალათბურთელები - ჯიკიჩის განცხადება

18 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.


აჭარაბეთ არენას გუნდი ნაკრების ღია ვარჯიშზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მატჩის სირთულესა და მეტოქის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ჯიკიჩის თქმით, დაპირისპირება ორივე გუნდისთვის რთული იქნება:


ჩვენთვის ძალიან რთული მატჩია. მათთვისაც რთული იქნება, გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ საუკეთესო შემადგენლობით არ ვთამაშობთ, ასევე გასაგები მიზეზების გამო. არც ისინი თამაშობენ საუკეთესო შემადგენლობით, თუმცა ეს გარკვეულწილად ფიბას სანაკრებო ფანჯრების თანმდევი რეალობაა.


მწვრთნელმა ასევე აღნიშნა:


ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენი კაპიტანი, როგორც იცით, ხვალ ჩამოდის. ის ჩვენთან ერთად იქნება ბოლო ვარჯიშზე და ითამაშებს კიდეც. ვგულისხმობ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის ამას აკეთებს, ბევრს ამბობს მის პიროვნებაზე. ამაზე მეტის თქმა არ მინდა და ამით დავასრულებ. რაც შეეხება ბიჭებს, რომლებიც წინასამატჩო შეკრებიდან ჩვენთან ერთად არიან, გარკვეული მცირე პრობლემები გვქონდა. თუმცა ვფიქრობ, ისინი მზად არიან, მოედანზე გავიდნენ და ამ მომენტისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.


ჯიკიჩმა ხაზი გაუსვა:


როგორც ვთქვი, საბერძნეთსაც აქვს თავისი პრობლემები და ჩვენც გვაქვს ჩვენი პრობლემები. ეს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია. მათ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ იცით რა? ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა ვაკონტროლოთ ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია. იმედი მაქვს, ხვალ საღამოს ჩვენი კონცენტრაციისა და ენერგიის დონე სათანადო იქნება.


მწვრთნელი საბა გიგიბერიას თემასაც შეეხო და აღნიშნა:


ვფიქრობ, მასზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. თან ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო ახალგაზრდა იყოს. მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მის გუნდში მოყვანას ვცდილობდით. ამჯერად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ წინასამატჩო შეკრებაზე და ახლა უკვე გუნდთან ერთად გვყოლოდა. როგორც ჩანს, ცხოვრებაში გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებითაც თავადაც არ არის კმაყოფილი. ახლა შევეცდებით, დავეხმაროთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ სწორედ ეს სურს.


საბერძნეთის ნაკრებზე საუბრისას ჯიკიჩმა განაცხადა:


ჩვენ ხუთი მოგება გვაქვს, მათ ოთხი, მაგრამ შვიდი მოგებაც კი საკმარისი არ არის. დიახ, შვიდი მოგება საკმარისი არ არის. სინამდვილეში, კალათესის არყოფნა და ის ფაქტი, რომ მათ კიდევ რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, გარკვეულწილად მთლიანად ხსნის მათზე არსებულ წნეხს. ახლა მათ უკვე აქვთ შესანიშნავი გამართლება, ამიტომ შეუძლიათ თავისუფლად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ითამაშონ. იცით, ასეთი ტიპის თამაშებში ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.


საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კალათბურთი
საბერძნეთი
საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
თორნიკე შენგელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

4 სთ წინ

"ვცდილობ, მსაჯებზე ხმა არ ამოვიღო" - ლევან კორღალიძე

News image

3 სთ წინ

რა სიახლეა ბართიშვილისა და ბედოშვილის ტრავმაზე?

News image

1 სთ წინ

"ხვალ მოსაგებად გავდივართ" - დუდა სანაძის კომენტარი

News image

39 წთ წინ

"საბრძოლველად უნდა გავიდეთ" - მარკის რიდი ხვალინდელ თამაშზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

"ვცდილობ, მსაჯებზე ხმა არ ამოვიღო" - ლევან კორღალიძე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვცდილობ, მსაჯებზე ხმა არ ამოვიღო" - ლევან კორღალიძე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა სიახლეა ბართიშვილისა და ბედოშვილის ტრავმაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა სიახლეა ბართიშვილისა და ბედოშვილის ტრავმაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ხვალ მოსაგებად გავდივართ" - დუდა სანაძის კომენტარი

•კალათბურთი

კალათბურთი

"ხვალ მოსაგებად გავდივართ" - დუდა სანაძის კომენტარი
•კალათბურთი

კალათბურთი

"საბრძოლველად უნდა გავიდეთ" - მარკის რიდი ხვალინდელ თამაშზე

•კალათბურთი

კალათბურთი

"საბრძოლველად უნდა გავიდეთ" - მარკის რიდი ხვალინდელ თამაშზე
•კალათბურთი

კალათბურთი