საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, მარკის რიდმა, საბერძნეთთან 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ მომავალი დაპირისპირების მნიშვნელობასა და მეტოქეზე ისაუბრა.
აჭარაბეთ არენას გუნდი ნაკრების ღია ვარჯიშზე იმყოფებოდა, სადაც მარკისმა აღნიშნა:
ჩვენთვის ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენს მიზანს მივუახლოვდეთ. ვცდილობთ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ისტორიულ არენაზე ვთამაშობთ, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, ისინი საკუთარი მოედნის დაცვას ეცდებიან, ჩვენ კი საბრძოლველად უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.
კალათბურთელმა მეტოქეზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა:
ვიცი, რომ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ. ვნახავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად.
საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.