ლევან კორღალიძემ გუნდის საკადრო დანაკლისსა და მეტოქის თავისებურებებზე ისაუბრა.
კორღალიძემ გულშემატკივრებს სამწუხარო ინფორმაცია გაუზიარა ბართიშვილის შესახებ, თუმცა ბედოშვილის მდგომარეობაზე იმედი გამოთქვა:
სამწუხაროდ, ამ სეზონში ბართიშვილი ვერ დაგვიბრუნდება. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბედოშვილი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო ჯერ არ აქვს თამაშის უფლება. ველოდებით და შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. ჩვენთან ერთადაა და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ თამაშს შეძლებს.
მწვრთნელმა ხეტაფეს ძლიერ და სუსტ მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:
ვერ ვიტყვი, რომ ხეტაფე ევროტურნირებსა და ლა ლიგაში განსხვავებულად თამაშობს. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ორთაბრძოლების მოგება შეუძლია. ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. იმედია, ჩვენი მესიჯი, რასაც ფეხბურთელებთან მივიტანთ, მოგვცემს შესაძლებლობას, კარგი თამაში ვაჩვენოთ და კარგად გამოვიყენოთ მათი სუსტი მხარეები, ხოლო ძლიერი მხარეები შევზღუდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასი დაცვითი ფეხბურთის მოყვარულად მიიჩნევა, ბოლო მატჩებში ბევრი გოლი აქვთ გაშვებული და იმედია, ხვალ ყველა სცენარისთვის მზად ვიქნებით.
ხვალინდელი მატჩის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.