ხვალ, 26 ნოემბერს, 21:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იბერია 1999-ისა და ხეტაფეს დაპირისპირება გაიმართება.
შეხვედრა რამდენიმე მიზეზით არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი:
მიმდინარე ფაზის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და იბერია 1999 24-ე ადგილს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ხვალინდელ შეხვედრას დიდი სატურნირო წონა აქვს, რადგან ქულების აღება გუნდს მომდევნო ეტაპისთვის ბრძოლაში დატოვებს.
ორივე მეტოქეს სამი ტურის შემდეგ მოგება ჯერ არ აქვს, თანაც ხეტაფე თბილისში რთული პერიოდისას ჩამოდის და სტუმრად წარმატების მიღწევა უჭირს. საკუთარ მოედანზე თამაში იბერიას აძლევს შანსს, კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს.
ესპანური კლუბის წინააღმდეგ თამაში თავისთავად სერიოზული გამოცდა და პრესტიჟული მატჩია. მსგავსი დონის მეტოქესთან კარგი შედეგი ან გამორჩეული თამაში ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა.
ხვალინდელი მატჩის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.