საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მგეზავი ლუკა მატკავა ახლახან დასრულებული მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების საუკეთესო მექულე გახდა.
მატკავამ ტურნირზე 84 ქულა დააგროვა (1 ლელო, 7 ჯარიმა, 29 გარდასახვა) და უახლოეს მდევარს 28 ქულით გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ მატკავა ბორჯღალოსნების ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მესამე ადგილზეა და მას მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილი და თედო აბჟანდაძე უსწრებენ:
მერაბ კვირიკაშვილი - 115 თამაში, 840 ქულა
თედო აბჟანდაძე - 67 თამაში, 413 ქულა
ლუკა მატკავა - 43 თამაში, 338 ქულა