იბერია 1999-ის მცველმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, ხეტაფესთან ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა.
კონფერენს ლიგის მე-4 ტურში იბერია საკუთარ მოედანზე ესპანურ ხეტაფეს უმასპინძლებს. მატჩი 21:45 საათზე მიხეილ მესხზე გაიმართება.
„გუნდში იდეალური განწყობაა. ხვალ ისეთი დონის თამაში უნდა ვითამაშოთ, უბრალოდ შეუძლებელია გუნდში კარგი განწყობა არ იყოს.
საბა საზონოვთან თუ ვილაპარაკეთ? პირადად მე არ ვიცნობ საბას, არ გვილაპარაკია, მაგრამ ალბათ ბიჭები იცნობენ და ექნებოდათ შეხება, დაზუსტებით არ ვიცი.
მოხარული ვარ, რომ ასეთ ადრეულ ასაკში მომიწია ასეთი დიდი მატჩების ჩატარება, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა და ყველა თამაშზე იმის იმედით გავდივარ, რომ უფრო უნდა განვვითარდე და იმაზე უკეთ და ძლიერად ვითამაშო, ვიდრე გუშინ და გუშინწინ.
ჩემი აზრით, ძალიან მეხმარება გუნდიც და მთავარი მწვრთნელიც ამ ყველაფერში და კონფერენს ლიგაზე იქნება თუ სხვა დონის ტურნირზე, თამაში არის ძალიან დიდი გამოცდილება.
ვვითარდები ყოველდღე და იმედია, ხვალინდელი თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდება.
კონფერენს ლიგაზე პირველივე თამაშიდან ვვითარდებით და ყოველ თამაშში უფრო კარგად გამოვდივართ, კარგ სანახაობას ვაჩვენებთ და იგივე იქნება ხვალაც." - აღნიშნა ამისულაშვილმა.