ფაბიენ ბარტეზი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი ეროვნულ გუნდში მეკარეების მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ბარტეზს ნაკრებში ამავე პოზიციაზე 2010 წელსაც უმუშავია.
ზიდანის სამწვრთნელო შტაბში ასევე შევიდნენ: დავიდ ბეტონი, ჰამიდუ მსაიდი, გრეგორი დიუპონი, სტეფან პლანკი, ფარიდ ტაბეტი და კლემან იბერი.
შეგახსენებთ, რომ ზიზუმ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდიე დეშამისგან გადაიბარა და კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.