პარი სენ-ჟერმენმა ლუკა დინის დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
საფრანგეთის ნაკრების მცველმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ის 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საფრანგეთის ჩემპიონი დინის გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურების შემდეგ 7 მილიონ ევროს გადაიხდის.
„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის პარი სენ-ჟერმენში დაბრუნება, მას შემდეგ, რაც აქ 10 წელზე მეტი ხნის წინ შესანიშნავი გამოცდილება მივიღე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, თუ როგორ განვითარდა კლუბი ამ წლების განმავლობაში.
კამპუსში არსებული სამუშაო პირობები გამორჩეულია და სრულად ასახავს კლუბის ამბიციებს. მოუთმენლად ველი ამ ახალი ეტაპის დაწყებას და მზად ვარ, მთელი ჩემი გამოცდილება გუნდის სამსახურში ჩავაყენო.
კიდევ ერთხელ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარი სენ-ჟერმენის ღირსება მაქსიმალურად კარგად დავიცვა.“ - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
