საფრანგეთის თასის საპასუხო 1/2 ფინალში მეორელიგელი კანელი რეიმსს დაუპირისპირდა.
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში რეიმსმა მოიპოვა (2:1) და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში რეიმსი საფრანგეთის მთავარ გრანდს, პარი სენ-ჟერმენს შეხვდება, რომელმაც თავის 1/2 ფინალში დანკერკი 4:2 დაამარცხა.
ფინალური მატჩი 24 მაისს გაიმართება.
გასულ სეზონში აღნიშნული თასი პსჟ-მ მოიგო, რომელმაც ფინალში ლიონი 2:1 დაამარცხა.