7 სექტემბერს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს გამართავს.
ეროვნული გუნდის მეორე მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება, რომელთანაც აუცილებლად მოსაგები მატჩი გვექნება. მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი არიან.
წინასწარი პროგნოზით, ევროპის ჩემპიონი ესპანეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავა, აი მეორე ადგილისთვის, რომელიც პლეიოფის საგზურის მომტანია, სერიოზული ბრძოლა გაიმართება.
ჯგუფის აუტსაიდერად ბულგარეთია მიჩნეული, მეორე ადგილისთვის კი საქართველომ და თურქეთმა უნდა იბრძოლონ. ჯგუფურ ეტაპს საქართველო თურქეთთან მატჩით იწყებს, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება. 7-ში კი ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბულგარეთს მიიღებს.
საქართველო და ბულგარეთი ბოლოს ერთმანეთს 2022 წელს, უეფას ერთა ლიგაზე შეხვდნენ. სტუმრად გამართულ შეხვედრაში სანიოლის გუნდმა 2-5 იმარჯვა, თბილისში გამართული თამაში კი 0-0 დასრულდა.
თბილისში გასამართი მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. გუნდებს შორის მეორე მატჩი 18 ნოემბერს, ბულგარეთში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის