გიორგი შერმადინი ევრობასკეტის ისტორიაში ქართველ მექულეთა შორის მე-3 ადგილზე გადავიდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრს ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 248 ქულა დაუგროვდა, რაც ქართველ კალათბურთელებს შორის მე-3 შედეგია.
შერმადინმა ყველა დროის სიაში მანუჩარ მარკოიშვილს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 246 ქულაა.
1. ოთარ ქორქია - 357 ქულა
2. თორნიკე შენგელია - 299 ქულა
3. გიორგი შერმადინი - 248 ქულა
4. მანუჩარ მარკოიშვილი - 246 ქულა
5. ვიქტორ სანიკიძე - 220 ქულა
6. ზაზა ფაჩულია - 216 ქულა
7. ზურაბ საკანდელიძე - 201 ქულა
8. დუდა სანაძე - 189 ქულა
9. გიორგი ცინცაძე - 170 ქულა
10. მიხეილ ქორქია - 129 ქულა
ოფიციალურად: გიორგი შერმადინმა ნაკრებიდან წასვლა გადაიფიქრა!