ნიკოლა ვუჩევიჩმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ევრობასკეტ 2025-ზე დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ მონტენეგროელმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამ მარცხით მონტენეგრო ევრობასკეტს გამოეთიშა, გუნდის ლიდერმა კი პრესკონფერენციაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"ასე დასრულება არ მინდოდა. დიდებული იქნებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა და რიგაში თამაში, მაგრამ რაც არის, ეს არის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდელებს, მწვრთნელებს, ყველას ფედერაციაში, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებს.
ეროვნულ გუნდში თამაში მომენატრება, ეს დიდი პატივი იყო. სხვანაირ დასასრულს ვისურვებდი, თუმცა ასე მოხდა.
ახლა მომავალი თაობის ჯერია, რომ საკუთარი კვალი დატოვონ." - განაცხადა ვუჩევიჩმა.
ნიკოლამ დიდ ბრიტანეთთან მატჩში 31 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
34 წლის ვუჩევიჩი NBA-ში კარიერას გააგრძელებს, სადაც 2021 წლიდან ჩიკაგო ბულსში ასპარეზობს.
მონტენეგრო დიდ ბრიტანეთთან დამარცხდა და 1/8 ფინალში შვედეთი გაუშვა