ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველო მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს.
ჩვენი გუნდის მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები იქნება.
4 სექტემბერს ბოსნიელებთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 მოგებას დააგროვებს და ევრობასკეტის 1/8 ფინალში გავა.
ჯიკიჩის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება. თუ საქართველო ბოსნიასთან დამარცხდა, მაშინ ესპანეთმაც უნდა წააგოს საბერძნეთთან.
ამ შემთხვევაში საქართველოსაც და ესპანეთსაც ჯგუფში 2-2 მოგება ექნებათ, ხოლო იმის გამო, რომ საქართველომ ესპანეთს მოუგო, ჯგუფიდან სწორედ ჩვენი გუნდი გავა.
ევრობასკეტ 2025 - იტალიამ ესპანეთი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა