ევრობასკეტ 2025-ის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრების ჯგუფის მორიგი მატჩი გაიმართა.
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 67-63 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში მუჰამეტ დიუფმა ულიდერა (14 ქულა, 8 მოხსნა), ესპანელებიდან კი გამორჩეული სანტი ალდამა იყო (19 ქულა, 10 მოხსნა).
აღსანიშნავია, რომ იტალიელების ანგარიშზე მატჩის საწყისი შვიდწუთნახევრის შემდეგ 0 ქულა იყო, თუმცა მათ გამარჯვება მაინც მოახერხეს.
ეს იტალიისთვის ჯგუფში მე-3 გამარჯვება არის და შედეგად მათ ევრობასკეტის 1/8 ფინალის საგზური გაინაღდეს.
ესპანეთს კი 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და ბოლო ტურში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლა ასევე გაინაღდა.
ევრობასკეტ 2025 - საქართველომ კვიპროსს დამაჯერებლად მოუგო