უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 10 სექტემბერს 22:45 საათზე დაიწყება.
ჩეხეთისგან განსხვავებით, რომელსაც სულ რაღაც მეორედ შევხვდით, ალბანეთთან ჩვენს ეროვნულ გუნდს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ (15) სწორედ ალბანეთის წინააღმდეგ უთამაშია და ყველაზე მეტი გამარჯვებაც (8) სწორედ მათ წინააღმდეგ გვაქვს მოპოვებული.
15 მატჩი, 8 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება - ასეთია საქართველოს სტატისტიკა ალბანეთის წინააღმდეგ.
ამ 15 შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი შოთა არველაძეს აქვს გატანილი, რომელმაც ალბანელები 6-ჯერ დაამწუხრა. მეტოქის მხრიდან კი 3 გოლი იგლი ტარეს ანგარიშზეა.
საქართველოსა და ალბანეთის მატჩი პირველად 1994 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა, სადაც ჩვენებმა სტუმრად სწორედ შოთა არველაძის გოლით 0-1 იმარჯვეს.
ბოლოს კი ალბანეთს ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში 2022 წელს დაუპირისპირდა, ის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
მატჩების სრული ჩამონათვალი ასეთია.
1994 - ალბანეთი 0-1 საქართველო - გოლი: შოთა არველაძე
1995 - საქართველო 2-0 ალბანეთი - გოლები: შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია
1998 - ალბანეთი 0-3 საქართველო - გოლები: თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე იაშვილი
1998 - საქართველო 1-0 ალბანეთი - გოლი: აჩი არველაძე
1999 - ალბანეთი 2-1 საქართველო - გოლები: ალტინ რაკლიმ ბლედარ კოლა, შოთა არველაძე
2003 - საქართველო 3-0 ალბანეთი - გოლები: შოთა არველაძე (2), მიხეილ აშვეთია
2003 - ალბანეთი 3-1 საქართველო - გოლები: ბესნიკ ჰასი, იგლი ტარე, შოთა არველაძე, ალბან ბუში
2004 - საქართველო 2-0 ალბანეთი - გოლები: ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე
2005 - ალბანეთი 3-2 საქართველო - გოლები: იგლი ტარე (2), ერვინ სკელა, ვლადიმერ ბურდული, ლევან კობიაშვილი
2006 - საქართველო 0-0 ალბანეთი
2009 - ალბანეთი 1-1 საქართველო - გოლები: ვლადიმერ დვალიშვილი, ანსი აგოლი
2012 - საქართველო 2-1 ალბანეთი - გოლები: ედგარ კანი, ალექსანდრე კობახიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი
2013 - ალბანეთი 1-2 საქართველო - გოლები: ერიონ ბოგდანი, მათე ვაწაძე, უჩა ლობჟანიძე
2015 - ალბანეთი 2-2 საქართველო - გოლები: ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ჭანტურია, მიგიენ ბაშა, სოკოლ ციკალეში
2022 - ალბანეთი 0-0 საქართველო