• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მერაბის მხარდაჭერაზე, შემართებაზე, ქამრისკენ გზაზე - ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან
ქართულიქართული
UFCUFC

მერაბის მხარდაჭერაზე, შემართებაზე, ქამრისკენ გზაზე - ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან

07 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მერაბ დვალიშვილის მხარდასაჭერად ნიუ ჯერსიში ჩავიდა. ბრძოლის წინ რომანს გავესაუბრეთ.

- რომან, შენი და მერაბის მხარდაჭერა ძალიან სამაგალითოა ამ სპორტში. შენს სიტყვებს მოვიშველიებ: "არცერთი ნაბიჯი უკან" ამას გავს ეს ყველაფერი. შეგიძლია მეტი გვითხრა ამის შესახებ?

- პირიქით, ვერაფერ განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ჩვეულებრივი ამბავია, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ. რა თქმა უნდა, ერთად ვართ ძლიერი და როგორც ყოველთვის, ძალა ერთობაშია.

- როგორი შემართებით ხარ ამ ბრძოლის წინ?

- ძალიან ადვილია, როცა ერთხელ უკვე მოგებული გაქვს ბრძოლა და შემდეგ ემოციურად მზად უდგები ამ ყველაფერს, ამიტომ მეც წყნარად ველოდები ბრძოლას და დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. ვიცი, რომ მერაბი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.

- შენი ბრძოლაც ჩანიშნულია აგვისტოში, ველოდებით ყველანი, მზად ვართ და გგულშემატკივრობთ, ჩამოხვედი და აპირებ, რომ ახლა დაიწყო შენი კემპიც, ხომ?

- დიახ, ეს მეორე ბრძოლაა ასე ემთხვევა, წინაზე ჩამოვედი და მერაბის ბრძოლის დღეს მივიღე მეც ბრძოლა, აქ როცა გადავწყვიტე მერაბთან ჩამოსვლა და ბილეთებიც უკვე ვიყიდე, ისევ კონტრაქტი მომივიდა, თავისებური დამთხვევაა უკვე მეორეჯერ, როდესაც მერაბის ბრძოლისთვის ვემზადები და მეც ვღებულობ ბრძოლას.

აგვისტოში იქნება საღამოს მთავარი ბრძოლა, საქართველოს დროით 10 აგვისტოა. ძალიან დიდი ბრძოლაა ჩემთვის, ძალიან კარგი ოპონენტია და დიდი ნაბიჯია, რომ ქამართან ახლოს მივიდე.

- ბოლო პერიოდში შენი რეზიუმე იმედის მომცემია. გვისაუბრია, რომ შენს წონაში ისეთი მდგომარეობაა, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოხდეს. შენი მენტალიტეტიც ამჟამად ასეა განწყობილი?

- მართალია, ყველა ბრძოლა ერთი ნაბიჯით მაახლოებს ქამართან. ვიტაკერთან იყო დაგეგმილი, მთავაზობდნენ 2 თვის განმავლობაში, მეუბნებოდნენ, რომ ვიტაკერს უნდა დაველოდო, მაგრამ რატომღაც მან სხვა ოპონენტი აირჩია. ჩემთვის მთავარია გამარჯვება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

- გულშემატკივრებს რას ეტყოდი?

- დიდი მადლობა საქართველო, ჩემთან ერთად ხარ, ჩემს გულში ხარ და ვგრძნობ თქვენს თანადგომას.

8 ივნისს (მეინ ქარდი 06:00 საათიდან), UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩი შედგება.

რომან დოლიძე კი 10 აგვისტოს საშუალო წონის დივიზიონში ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდება.

VIDEO: ბოლო პირისპირ დგომი ბრძოლამდე - დვალიშვილი vs ო'მალი 2

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
რომან დოლიძე
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

42 ქართველი ჯუდოკა - ხვალიდან თბილისის დიდი სლემი იწყება

•ქართული

ქართული

42 ქართველი ჯუდოკა - ხვალიდან თბილისის დიდი სლემი იწყება
•ქართული

ქართული

ტაიბრეიკი 6:3-დან წააგო - ბასილაშვილს მაიამის ძირითად ბადეში უკვე 7-წლიანი მოუგებელი სერია აქვს

•ქართული

ქართული

ტაიბრეიკი 6:3-დან წააგო - ბასილაშვილს მაიამის ძირითად ბადეში უკვე 7-წლიანი მოუგებელი სერია აქვს
•ქართული

ქართული

მსოფლიოს საკვალიფიკაციო - ხელბურთის ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

•ქართული

ქართული

მსოფლიოს საკვალიფიკაციო - ხელბურთის ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
•ქართული

ქართული

"გვყავს ჯუდოკები, რომლებსაც თავიანთი სიტყვის თქმა შეუძლიათ" - გუჯეჯიანი თბილისის დიდ სლემზე

•ქართული

ქართული

"გვყავს ჯუდოკები, რომლებსაც თავიანთი სიტყვის თქმა შეუძლიათ" - გუჯეჯიანი თბილისის დიდ სლემზე
•ქართული

ქართული

News image

3 სთ წინ

42 ქართველი ჯუდოკა - ხვალიდან თბილისის დიდი სლემი იწყება

News image

4 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება