მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველო-სომხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
გუნდებს შორის მატჩი 23 მარტს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
TKT.GE-ზე გაიყიდება ერევანში, 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთებიც. ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.
გასვლითი მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. ამ შემთხვევაშიც თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.
საქართველო და სომხეთი ერთმანეთს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეიოფის ეგიდით დაუპირისპირდებიან, რომელიც ორმატჩიანი იქნება.
კომენტარები