მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს მერვედფინალურ მატჩში საქართვველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა.
შეხვედრა კიოლნში გაიმართა და ფურია როხას გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მატჩის მე-18 წუთზე საქართველო კარგი კონტრშეტევის შედეგად გასული ლე ნორმანის ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის მოგებამდე სულ ცოტა გვაკლდა, როცა როდრიმ საჯარიმოს გარედან ბილიარდული დარტყმით შეძლო წონასწორობის აღდგენა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გოლი საკმაოდ საკამათო გავიდა, რადგან თამაშგარეში მყოფი ალვარო მორატა გიორგი მამარდაშვილს მხედველობაში ხელს აშკარად უშლიდა. VAR-მა მომენტი გადაამოწმა, თუმცა გოლი ჩაითვალა.
მეორე ნახევარში ესპანეთმა წინ გასვლა ფაბიან რუისის თავურით მოახერხა, შემდეგ ნიკო უილიამსმა გრძელი პასის შემდეგ ჩვენს მეკარეს შანსი არ დაუტოვა და მატჩის ინტრიგა პრაქტიკულად დაასამარა.
წერტილი კი დანი ოლმომ დასვა და საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ს თავგადასავალი ოფიციალურად დასრულდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, სადებიუტო ევროზე საქართველო საუცხოოდ გამოვიდა და ამ გუნდით მხოლოდ შეგვიძლია რომ ვიამაყოთ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
10 საათის წინ
11 საათის წინ
10 საათის წინ
11 საათის წინ