სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბიში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა.
მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 13-24 დასრულდა. ჩვენი გუნდის მხრიდან ლელოები გერგედავამ, წულუკიძემ, ქევხიშვილმა და კეშელავამ მიითვალეს. 2 გარდასახვა კი ზუსტად ცირეკიძემ შეასრულა.
საქართველომ ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა და უკან იტალიის, ესპანეთისა და ფიჯის ნაკრებები მოიტოვა.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 3 მოიგეს, 2 კი წააგეს.
ქართველები ჯგუფში ავსტრალიასთან (35-11) და ირლანდიასთან (22-16) დამარცხდნენ, იტალიას კი 28-17 აჯობეს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საქართველომ ფიჯის სძლია 40-36.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონის ვინაობას ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებები გაარკვევენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები