Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად უკვე ცნობილია ყველა ის სპორტსმენი, რომელიც საქართველოს 2024 წლის ოლიმპიადაზე წარადგენს.
ოლიმპიური ლიცენზია სულ 28 სპორტსმენმა მოიპოვა, ჯამში კი საქართველო 10 სპორტის სახეობაში იქნება წარმოდგენილი.
გთავაზობთ ოლიმპიელთა სრულ სიას:
ძიუდო - გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, საქართველოს ძიუდოს ნაკრები (გუნდური),
ძალოსნობა - შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე.
ტყვიის სროლა - ნინო სალუქვაძე
თავისუფალი ჭიდაობა - გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი.
ბატუტზე ხტომა - ლუბა გოლოვინა
ფარიკაობა - სანდრო ბაზაძე
კრივი - ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი.
მძლეოსნობა - ლიკა ხარჩილავა
ცურვა - ანა ნიჟარაძე, ნოე ფანცხავა.
პარიზის ოლიმპიადა სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს დასრულდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი