საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, საბერძნეთთან და გერმანიასთან შეხვედრებით გააგრძელებს. რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთს 14 ნოემბერს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო გერმანიას 18 ნოემბერს უმასპინძლებს.
აღნიშნული თამაშებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ახალგაზრდულ გუნდს 4 ახალწვეული ეყოლება - პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია, დიმიტრი ღურწკაია U21-ში პირველად არიან გამოძახებული.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).