საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სანაკრებო შეკრების წინ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. ფრანგ სპეციალისტს ირაკლი აზაროვის სანაკრებო სიაში არყოფნის მიზეზებზე ჰკითხეს.
"მინდა, ირაკლი აზაროვი კლუბში სათამაშო პრაქტიკით ვნახო, რათა ის ნაკრებში მყავდეს. თქვენ ამბობთ, რომ მან გუშინ სრულად ითამაშა, მაგრამ ეს ჩვენი განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ მოდა, იქამდე საერთოდ არ თამაშობდა.
მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი ჩვენთან ერთად არაა, მისი ფიზიკური კონდიციები და სათამაშო დროის არქონაა.
მარცხენა მცველის პოზიციაზე გიორგი გოჩოლეიშვილის ბოლო 2 სანაკრებო მატჩით ბედნიერი ვარ და ვაპირებთ, მას მეტი დრო მივცეთ.
მესმის, რომ ეს მისი პირველადი პოზიციაა არაა და ძლიერი მარჯვენა ფეხითაა, მაგრამ მირჩევნია, ამ ადგილას ვათამაშო კარგი მცველი, რომლის ძლიერი ფეხი მარჯვენაა, ვიდრე ცუდი მცველი, რომელიც ბუნებრივად ცაციაა", - განაცხადა სანიოლმა.
აზაროვის შახტარმა მიმდინარე სეზონში ჯამში უკვე 24 მატჩი (ევროტურნირების საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ჩაატარა, ქართველმა მარცხენა მცველმა კი 12 მათგანში მიიღო მონაწილეობა - ძირითადში 7-ჯერ მოხვდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 რიცხვში ბულგარეთში ითამაშებს.