-
Aa
+
ფონტის ზომა
მონაკოსთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
"მეტოქის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ ყველასთან ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოგებისთვის გავდივართ და ბოლომდე ვიბრძვით. დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ და ვფიქრობ, შედეგმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა.
ჩემი გოლი? ამ ემოციების აღწერა რთულია. ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ვიშრომე, რომ გოლი გამეტანა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე და გუნდს მოგებაში დავეხმარე. მადლობა ყველას, ვინც საგულშემატკივროდ მოვიდა. საოცარი გრძნობაა ამ სტადიონზე გოლის გატანა საოცარი ფანების წინ." - განაცხადა ქართველმა შემტევმა.
კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში სადებიუტო გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 4-1 დაამარცხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები